logo_geo
eng_logo
ვატიკანის ბიბლიოთეკა ქართველი მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება
- +

11 მაისი. 2023. 21:28

 

ვატიკანის ბიბლიოთეკა ქართველი მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიბლიოთეკაში, საქართველოს შესახებ დაცულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელი გახდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაფორმდება. აღნიშნული შეთანხმება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვატიკანში შეხვედრის შემდეგ შედგა.

შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსებიჩაერთონ შესაბამის პროგრამებში, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. კვლევითი და მეცნიერული საქმიანობის კუთხით ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ცნობილია, რომ ვატიკანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი აქვს, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული წყაროა დაცული მე-15 საუკუნიდან დღემდე. მათ შორის ეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებს მოიცავს,“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ასევე საუბარია, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა ჰქონდეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს, რათა მომავალში გაიგზავნოს მკვლევარები დაცული მასალების შესასწავლად

right_banner right_banner
არქივი
right_banner