logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ ბინძურ ხერხს მიმართავს, რათა ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება!“
- +

2 სექტემბერი. 2016. 17:31



საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს ეხმაურება და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.


მისი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი „სატელიტი" პარტიები ყველანაირ ბინძურ ხერხს მიმართავენ, რათა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება.


 

ნაციონალურ მოძრაობას" არ ესმის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღარასოდეს დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, რომ დღეს  „ქართული ოცნება" არის ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას გაწონასწორებული ნაბიჯებით გაიყვანს სამშვიდობოზე. მინდა, ყველა პოლიტიკურ ძალას, გარდა ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი" პარტიებისა, წარმატებები ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ისინი შეძლებენ  თანამშრომლობას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი. 



დავით ოქიტაშვილის განცხადებით, მართალია ჯობდა ზოგიერთი რამ ცოტა სხვაგვარად გაკეთებულიყო, მაგრამ 2012 წელს ქვეყანა რადიკალურად სულ სხვა გამოწვევის წინაშე იდგა, ეს იყო ძალადობრივი, საკუთარი ერის წინააღმდეგ გამოსული რეჟიმისგან ქვეყნის ხსნა, რაც ქართველი ხალხის თანადგომით და „ქართული ოცნების" უდიდესი ძალისხმევით  მოხერხდა.



ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აფასებს ცალკეულ ადამიანს, როგორც უმთავრეს ღირებულებას.  ამ გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველი ნაბიჯები სწორედ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, მათი ყოფის შესამსუბუქებლად გადადგა.  შემოიღო საყოველთაო დაზღვევა, რითაც მართლა სიკვდილს გადაარჩინა ათასობიოთ ადამიანი, აამოქმედა სოფლის მეურნეობის პროგრამები, რითაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და მიწასთან გასწორებულ სოფლის მეურნეობის დარგს პერსპექტივა გაუჩინა. დღეს უკვე თბილისში მცხოვრები ადამიანები, პირადად ჩემი მეგობრებიც, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ და ცდილობენ მეურნეობების აწყობას, ეწევიან ფერმერულ საქმიანობას, რაც მისასალმებელია და მინდა აუცილებლად გაგრძელდეს'. ცხადია უშეცდომო არავინ ვართ და გარკვეული შეცდომები  მათაც ჰქონდა, თუმცა ამ გუნდს წინამორბედებისგან განსხვავებით ფატალური შეცდომები არ დაუშვია" -განაცხადა ოქიტაშვილმა.

 


მისივე თქმით, შემოქმედება თავისთავად არის თვითგამოხატვა, ამიტომ მე ვემხრობი იმ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრება.



შემოქმედებითი ადამიანისთვის გამოხატვის თავისუფლებაზე დიდი ღირებულება არ არსებობს. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება" განახლებული შემადგენლობით ისევ ხალხთან ერთად  ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და დაამარცხებს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს''-აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი" - აცხადებს დავით ოქიტაშვილის.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner