logo_geo
eng_logo
Times: ზელენსკის „ევროვიზიის“ მილიონობით მაყურებლის წინაშე გამოსვლაზე BBC-მ და სხვა მაუწყებლებმა უარი უთხრეს
- +

12 მაისი. 2023. 11:26

 

 

ვლადიმერ ზელენსკის, BBC-მ და სხვა საერთაშორისო მაუწყებლებმა  „ევროვიზია 2023“-ის კონკურსის მსვლელობისას აუდიტორიისთვის მიმართვაზე უარი უთხრეს.

 

Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას, 160 მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ვიდეო მიმართვით გამოსულიყო და  რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ მოეწოდებინა, კონკურსის ორგანიზატორებმა უარით უპასუხეს, ვინაიდან შიშობდნენ, რომ ვიდეო მიმართვა კონკურსის პოლიტიზებას გამოიწვევდა.

 

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU)  რომელიც 100-ზე მეტ მაუწყებელს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კონკურსის ერთ-ერთი ძირითადი წესი აპოლიტიკურობაა, შესაბამისად, ზელენსკის მოთხოვნა „ევროვიზიის“ კონკურსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

"მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელიც მკაცრ წესებს და პრინციპებს ექვემდებარება, რომელიც მისი შექმნის დროიდან იყო დაწესებული. კონკურსის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი აპოლიტიკურობაა. ეს პრინციპი, კონკურსის ფარგლებში, პოლიტიკური და მსგავსი სახის განცხადებების კეთებას  კრძალავს.“ - აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner