„ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ღირებულებებისა და შეხედულებების გადაფასება გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენდა მოულოდნელად საქართველო ამ გადაფასებების ეპიცენტრში მოხვდა და ზოგნი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა იყოს ამ გადაფასებების მედროშე“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი გაზრდილია 24%-ით და 203 მლრდ ევრო შეადგინა:
„საქართველოს წილი რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 0.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის - 32%, თურქეთის - 8%, აშშ-სი კი -2%. გასულ წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 5.9%-ით გაიზარდა და 258,7 მლრდ ევრო შეადგინა. ცალკე იმპორტი ევროკავშირში რუსეთიდან გაზრდილია 24%-ით და შეადგინა 203 მლრდ ევრო. ყველაზე საინტერესო მაინც რუსეთთან ომის ფონზე უკრაინის შემოსავლებია რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული - 570 მლნ აშშ დოლარი. საინტერესო ციფრებია ბევრი რამის საილუსტრაციოდ. როგორც ჩანს ვიღაცები იმას რასაც საქართველოსგან ითხოვენ, სხვა სახელმწიფოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა“, - წერს ანგურიძე.