„არ ვიცი როგორ ფიქრობს ის ხალხი, ვინც კისა ვარაბიანინოვის მსგავსად დაბერილი ლოყებითა, ჭკვიანური გამომეტყველებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ პირადად მე ნამდვილად მინდა, რომ გავძლიერდეთ და არ ვიყოთ სახელმწიფო შეზღუდული სუვერენიტეტით“, - ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო ყოველ დღე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოა:
„როდესაც დღეს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობით 4 დღეში უფრო მეტ თანხას ატრიალებს, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში (სავარაუდოდ ლენოჩკა ხოშტარიას და ჭიჭე ვაშაძის რუსული შემოსავლებიც ჩათვლილია) და სავაჭრო ბრუნვა 275 მილიარდი დოლარია და მე ფრენების აღდგენის გამო მემუქრებიან, არანაირი ფეიკ-პატრიოტული და „ღრმა ფილოსოფიური ხედვები“ აღარ ჭრის. აღარ ჭრის და იმ შეშფოთებულების მისამართით საკმაოდ შიშხათიანი აზრები ჩნდება. საქართველო ყოველ დღე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოა. სუვერენული სახელმწიფო და ვისაც არ მოსწონს, ან „ჯაან ინტელექტუალური ეჭვით“ უყურებს ამ ფაქტს, რბილად რომ ვთქვა, შეგუება მოუწევთ,“ - წერს გია გაბრიჭიძე.