logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მადლობა ღმერთს, გაფორმდა „ქართული ოცნების“ იმ საეჭვო პრინციპების მქონე ევროპულ პოლიტიკურ ძალებთან ოფიციალური „განქორწინება", რომლებიც ჩვენს ქვეყანას მიაქანებენ ლიბერალური ფაშიზმის ჭაობში
- +

12 მაისი. 2023. 13:10

 

 

„საქართველო თანდათანობით პოლიტიკური თვალსაზრისითაც უბრუნდება თავის ტრადიციულ, კონსერვატიულ ფესვებს. მადლობა ღმერთს, გაფორმდა „ქართული ოცნების“ იმ საეჭვო პრინციპებისა და რეპუტაციის მქონე ევროპულ პოლიტიკურ ძალებთან ოფიციალური „განქორწინება“, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მიაქანებენ ლიბერალური ფაშიზმის ჭაობში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ქართველიშვილი ევროპის სოციალისტურ პარტიას უწოდებს ძალას, რომელიც საქართველოს მუდმივად შეურაცხყოფდა და ხელს უწყობდა „გენმოდიფიცირებული“ თაობების აღმოცენებას:

 

„ეს არის ძალა, რომელმაც საქართველოში „კოჰაბიტაცია 2.0“-ს აქეზებდა, ჩვენს სამშობლოს რეგულარულად შეურაცხყოფდა ან სამარცხვინო ევრორეზოლუციების შეთხზვაში უშუალო მონაწილეობით, ან თავისი პარტნიორი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოზიციის სრულ იგნორირებაში. ეს არის ძალა, რომელიც უ-ღმერთოების, უ-რწმუნოების, უ-სამშობლოობის ნიადაგზე ასაზრდოებდა საქართველოში პოლიტიკურ „კულტურას“ და ხელს უწყობდა „გენმოდიფიცირებული“ თაობების აღმოცენებას. ეს არის ძალა, რომელიც ჩვენს საბაზისო ფასეულობებს „ქართულ კოშმარად“ რაცხავს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო კონსერვატორ კოლეგებთან ერთსულოვნებას - ფაშიზმისა და ფანატიზმის მხარდაჭერასთან აიგივებს. ამიტომ, ჩვენი ფასეულობითი და იდეოლოგიური გზები მათთან საბოლოოდ გაიყარა. ჩვენ კი ვიტოვებთ იმედს, რომ ევროპა საკუთარ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს დაუბრუნდება, მაგრამ ამ მოლოდინში საქართველომ საკუთარი ფასეულობები რომ არ დაკარგოს, ვიწყებთ შერჩევით, კონკრეტულ და ფასეულობით მეგობრობას ჩვენს დასავლელ თანამოაზრე კონსერვატორ კოლეგებთან. ვიწყებთ და მყარად ვდგავართ იმ პოზიციებზე, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, როგორც ქრისტიანულ, პატრიოტულ და ოჯახურ ფასეულობებზე მყოფი ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაცვა და მისი გაძლიერება. ვისაც ძალუძს ამ ქრისტეს გზით ქვეყანასთან ერთად იაროს, შემოგვიერთდით. ვინც ზედმეტად და უხერხულად გრძნობს საკუთარ თავს ამ ფასეულობებში - უბრალოდ...ბრძანდებოდეთ. „კარგად“ როგორ დაგიმატოთ, რამეთუ ჩემი მტერი იყოს თქვენს ადგილას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner