logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ფსევდოლიბერალობის ღრმა მორევში შესულთ, რატომღაც ავიწყდებათ თუ რა არის ლიბერალიზმი - არჩევანის თავისუფლება, შემწყნარებლობა
- +

12 მაისი. 2023. 13:10

 

 

ფსევდოლიბერალობის ღრმა მორევში შესულთ, რატომღაც ავიწყდებათ თუ რა არის ლიბერალიზმი - არჩევანის თავისუფლება, შემწყნარებლობა. ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქართველოს ხალხი ისტორიულად, აღმსარებლობის მიუხედავად, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური და ფასეულობების დამცველია.

 

„ფსევდოლიბერალობის ღრმა მორევში შესულთ, რატომღაც ავიწყდებათ თუ რა არის ლიბერალიზმი - არჩევანის თავისუფლება, შემწყნარებლობა. საქართველოს ხალხი ისტორიულად, აღმსარებლობის მიუხედავად, კონსერვატიულია, ეროვნულია, ოჯახური ფასეულობების დამცველია. საქართველოს ეს არჩევანი იყო, არის და იქნება. ეს რა, „არადემოკრატიულია“, „ანტიდასავლურია“, „რუსულია“? ვერც სამარცხვინო, უსამშობლო და მარგინალი ნაცოპოზიციით, ვერც მისი ვასალი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებით, ვერც NDI-სა და IRI-ს ტრაგიკომიკური „კვლევებით“, ვერც გარე აქტორების უკიდურესად ფარისევლური ნოტაციებით ვერ მოხდება საქართველოს საზოგადოების ფასეულობებისადმი მყარი დამოკიდებულების „სასურველი მოდიფიკაცია“ და ცნობიერების „ინჟინერია“. Textbook rules (სახელმძღვანელო წესები) ვერ ამართლებს ყოველთვის, ეს აპრობირებულია დიდი ხანია,“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner