მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს პრაქტიკული ფსიქიატრიის კურსი პათოლოგიური განმარტებებით:
„ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებში შესატანი ახალი, „პოლიტიკური პარანოიას“ თავი, შემდეგი პათოლოგიური განმარტებებით:
ქართული პოლიტიკა - კრემლის ნარატივი
მართლმადიდებლობა - რუსული რელიგია
ქართული კანონშემოქმედებითი საქმიანობა - რუსული კანონი
საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა - ანტიდასავლური პოლიტიკა
ეროვნული საბაზისო ფასეულობების მხარდაჭერა - დემოკრატიის უკუსვლა
სამშვიდობო, ომის საწინააღმდეგო ძალისხმევა - აგრესიული რიტორიკა
ჩვენი ტრადიციონალიზმი და კონსერვატიზმი - ქართული კოშმარი
საერთაშორისო ტრადიციული და კონსერვატიული ღირებულებების მხარდაჭერა - ფაშიზმისა და ფანატიზმის წაქეზება
მიცვალებულებისადმი პატივისცემა, საფლავების მოვლის კულტურა, ქელეხი - ქართული კანიბალიზმი
პარტნიორებთან საუბარი თანაბარუფლებიანობის პრინციპით - შემაშფოთებელი შეშფოთება
რუსეთში გახიზნული დიასპორის ბედით დაინტერესება - ФСБ-ს პროექტი
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი - რუსული პროექტი
მოსკოვი - თბილისის მიმართულებით ისედაც მიმდინარე ფრენებში ერევნის "ზვარტნოცის" აეროპორტის ამოგდება - რუსული ფრენები
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის, ევროვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ხელმომწერი, ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოს მოქმედი ხელისუფლება - რუსული ოცნებაა
ნეიტრალიტეტის მქადაგებელი, СНГ-ს „სტატუსმინიჭებული“ დიდი საბჭოთა სოფლის „ჰაბიტუსის“ მქონე მოლდოვა - ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი
კორუფციისა და კლანური მნართველობის ეტალონი-უკრაინა - NATO-ში გაწევრიანების ყველაზე თავსებადი კანდიდატი
საქართველოს ოკუპაციის წამქეზებელი და გამფორმებელი, „სარკოზი-მედვედევის პაქტიდან“ მე-7 პუნქტის ამომღები, ქართული ჯარის ომის დაწყებაში დამბრალებელი, ოკუპანტისთვის ქვეყნის ეკონომიკის მჩუქებელი, ოკუპანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გამწევრიანებელი, ოკუპანტისთვის სავიზო რეჟიმის გამაუქმებელი, საკუთარი ლიდერების ნათესავების КГБ-ს გენერალიტეტის დაქვემდებარებაში დამსაქმებელი ძალები - დასავლური ღირებულებების პარტიაა...
სამედიცინო უნივერსიტეტებში პრაქტიკული ფსიქიატრიის ეს კურსი აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ამ პარანოიამ წალეკა ქვეყანა და პოლიტიკური შიზოფრენიის პოლიგონად აქცია. კრიტიკული აზროვნების ცოდნაზე პრეტენზიის მქონე, ქართული საგანმანათლებლო სფეროს მსხვერპლ-ახალგაზრდობასაც რომ ჩაუტარონ ეს კურსი, არ იქნებოდა ურიგო. მომავალი თაობის რაღაც ნაწილის გადარჩენის მიზნით მაინც,“ - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.