logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: რატომ ასეთი რეაქციები ამ პატარა ქვეყანაზე, მაშინ როცა ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებსაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არც ფრენები შეუწყვეტიათ რუსეთთან და არც სავაჭრო ბრუნვა
- +

12 მაისი. 2023. 13:29

 

 

„განა ამისთვის არ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენ 30 წლის განმავლობაში, რაც გუშინ პრემიერმა ბრძანა? ამდენი სისხლი, უბედურება გაიარა საქართველომ და რისთვის, შეზღუდული სუვერენიტეტი რომ მოგვეპოვებინა, განა ამხელა კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანამ ეს დაიმსახურა? ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არა ის ორმაგი სტანდარტი, რაც დღეს მსოფლიოში დამკვიდრდა“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, კიდევ უფრო გასაკვირია, ფრენებზე ასეთი რეაქციები, მაშინ როცა ამერიკის მთავარი პარტნიორები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეუფერხებლად დაფრინავენ ოკუპანტ ქვეყანაში:

 

„ვერ ვგებულობ, რატომ ასეთი რეაქციები ამ პატარა ქვეყანაზე, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებსაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, არც ფრენები შეუწყვეტიათ რუსეთთან და არც სავაჭრო ბრუნვა. ამას არ ადევს გრიფით საიდუმლო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს. მაგალითად, შარშან უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნიდან ბუნებრივი აირის შესყიდვით 570 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 4 დღეში ევროკავშირიდან რუსეთში შესული თანხა 270 მილიარდს შეადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის 1 წლის სავაჭრო ბრუნვას უდრის. აღარაფერს ვამბობ წარსულში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. მაშინ როცა 2008 წელს ქვეყანა ცეცხლში იყო გახვეული, იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები რუსეთ-საქართველოს ომში, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის და დაუწესებია კი არა, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი შეიძინა. კიდევ უფრო გასაკვირია, ფრენებზე ასეთი რეაქციები, მაშინ როცა ამერიკის მთავარი პარტნიორები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეუფერხებლად დაფრინავენ ოკუპანტ ქვეყანაში. პრემიერმა კი გუშინ ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, ამიტომ არის ეს ორკესტრირებული გმინვა,“ - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner