„მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს - არახამიას მიმართავს”, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად მან ნაცმოძრაობის არაფორმალურ მმართველად კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად ზურაბ ადეიშვილი დაასახელა.
„ბალახი მწვანეა, წყალი სველია. დაიწყო ბანალური აღიარებების ცვენა. მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს - არახამიას მიმართავს. ბოლოს ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ - სეკუნდანტობას „ლელოელებს“ სთხოვენ, რომლებიც „გორბის“ გამოკითხვებით „თითქმის არც არსებობენ“. მოკლედ ძალზე უინტერესოდ, მაგრამ მაინც ვითარდება ეს სერიალი - თუმცა „პულტი“ ჩვენს ხელშია და ყოველთვის შეგვიძლია საქართველოს წინსვლისა და განვითარების „არხებზე“ გადავრთოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.