„ეს უკვე მერამდენედ უხეთქავს გულს ჩვენი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს გულს თავისი სიმართლითა და პირდაპირობით. თან ამ სიმართლეს ყოველთვის ახლავს ფაქტები: ფაქტია, რომ ევროკავშირს, აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს რამდენიმე მილიარდი ევროთი და დოლარით გაიზარდა. ასევე ფაქტია, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 110-ჯერ აღემატება საქართველოს სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან! ამ დროს ქართველი თუ უცხოელი ოპონენტები რას ითხოვენ უნდა გავჩერდეთ, თვით დაზარალების რეჟიმში უნდა გადავიდეთ, ხოლო დანარჩენებმა ვისაც უნდა რა აკეთონ, ოღონდ არ მოშივდეთ და არ შესცივდეთ (რამე ხომ არ გამომრჩა ნავთობპროდუქტები კვლავ შედის ხომ რუსეთიდან ევროპაში?),“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპონენტებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება იბრძვის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად:
„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ნუ გვავიწყდება საქმე ეხება 1 მილიონ საქართველოს მოქალაქეს. ხოლო ფრენების აღდგენას რუსეთ-საქართველოს შორის, თუ არა სანქცირებული ავიაკომპანიები იფრენენ, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ დავასანქციროთ? დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ყველაზე უფრო რაზეც ნერვები ეშლებათ და აღიზიანებთ, არის ის, რომ არცერთი საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას არ ვარღვევთ, ყველა საერთაშორისო ფორუმისა თუ სამშვიდობო ინიციატივის მონაწილეები ვართ (ერაყსა და ავღანეთში პირველები თუ არა მეორეები ვიყავით!)! ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი საერთოდ კონსტიტუციაში ჩავწერეთ. უბრალოდ ძალიან საეჭვოდ არ მოსწონთ ის, რომ დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, ყველაზე უფრო მეტად დღევანდელი ხელისუფლება იბრძვის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.