„ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა რომ გავძლიერდეთ როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით“. - ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ, ისტერია გამოიწვია ნეო-ლიბერალ ფაშისტებში. ლოგიკურია, გლობალური ომის პარტიასა და მის ქართულ ფილიალებს, არც დამოუკიდევლობა და არც ეროვნული ინტერესები ადარდებთ, რადგან მათთვის საქართველო, გეოპოლიტიკური მეხამრიდის როლში წარმოუდგენიათ და ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მხოლოდ ასე განისაზღვრება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს მის უპირველეს ვალდებულებას და საზოგადოებრივი ინტერესებიდან იმოქმედებს:
„აპრობირებული ორმაგი სტანდარტი, როდესაც „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“ - წარსულს ბარდება და ქართული საზოგადოება სწორად რეაგირებს ზემოხსენებულ, მანკიერ პრაქტიკაზე. ამიტომაა ეს ისტერია ატეხილი, რადგან ეგზისტენციალური პრობლემა უდგათ ნეო-ლიბერალებს და მათი „ნარატივი“ საქართველოში ვეღარ მუშაობს. განსაკუთრებით ჩაუვარდათ, ის აღმების პოლოტიკა როდესაც:
რუსეთთან შეწყვეტილია ყველანაირი თანამშრომლობა და სანქციებმა შედეგი გამოიღო...სინამდვილეში:
უკრაინის ომის შემდეგ, აშშ-ევროკავშირის ვაჭრობამ რუსეთთან კოლოსალურ ციფრებს მიაღწია და ყოველდღიურად, უპრეცედენტო მასშტაბის მოგებას ნახულობს რუსეთის ფედერაცია.
რუსეთთან უვიზო მიმოსვლამ და პირდაპირმა ფრენებმა საქართველოს შეიძლება პრობლემები შეუქმნას...სინამდვილეში:
უკრაინასა და მოლდოვას უვიზო მიმოსვლა აქვთ რუსეთთან,თუმცა პრობლემა ვერავინ დაინახა. პირდაპირი ფრენები აქვთ თურქეთს,ისრაელს, სომხეთს, აზერბაიჯან, თუმცა არავის შეჰქმნია პრობლემა.
ანუ რა გამოდის, საქართველოა ის დაბალი ღობე, რომელსაც როცა გინდა მოარღვევ და როცა გინდა ააწყობთ?აღარ გამოგივათ მასე! დღეს ქართულ პოლიტიკას, ეროვნული ინტერესები განსაზღვრავს და არა გარედან შემოსაღებული „ნარატივები“! სწორედაც, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებია: მშვიდობა, მდგრადი ეკონომიკა, პოლიტიკური სტაბილურობა. ყოველივე ამის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, განწირულია. ასე,რომ იყვირეთ, იხტუნავეთ და თუ გინდა ყურებზე იარეთ, საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს მის უპირველეს ვალდებულებას და საზოგადოებრივი ინტერესებიდან იმოქმედებს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.