logo_geo
eng_logo
„ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება“
- +

2 სექტემბერი. 2016. 18:16



საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 5 სექტემბერს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება.



მისი თქმით, სწორედ სამ დღეში გაიმართება LIBE-ს კომიტეტის შეხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.



როგორც გიგიაძემ განმარტა, ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში.



ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თვის განმავლობაში ყველა ის ეტაპი, რომელიც გასავლელი დარჩა, წარმატებით დასრულდება", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner