საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 5 სექტემბერს ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდება.
მისი თქმით, სწორედ სამ დღეში გაიმართება LIBE-ს კომიტეტის შეხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
როგორც გიგიაძემ განმარტა, ამის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თვის განმავლობაში ყველა ის ეტაპი, რომელიც გასავლელი დარჩა, წარმატებით დასრულდება", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.