“სხვადასხვა სფეროში დასაქმებული წარმატებული ოზურგეთელებისთვის იწყება ახალი პროექტის განხორციელება - „წლის რჩეული“ - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას, რომელსაც დაერქმევა „წლის რჩეული“ და რომელიც გულისხმობს მადლიერების გამოხატვას, ასევე, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გადაცემას, სხვადსხვა ასაკისა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ვინც განსაკუთრებულ ნიჭიერებას ავლენს და წარმატებას აღწევს განათლების, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის, ტექნოლოგიური განვითარების, მედიცინის და სხვა მიმართულებით. ასევე, მათთვის, ვინც წარმატებულად წარადგენს ჩვენს მუნიციპალიტეტს და ქვეყანას საერთაშორისო დონეზე და საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
ავთანდილ თალაკვაძის თქმით „წლის რჩეულის“ დასახელება მოხდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე. სპეციალური ჯილდო წლის განმავლობაში 5 ადამიანს გადაეცემა.