ოზურგეთის მერის თქმით ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, ახალი პლატფორმა იქმნება.
„ოზურგეთის განვითარების პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა და მათი ჩართულობა, განათლების მიღების შემდეგ მათი დაბრუნება და დასაქმება. ვმუშაობთ ინიციატივებზე, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს მეტ სტიმულს და ხელს შეუწყობს მათ შესაძლებლობების რეალიზებაში. ამ მიზნით, ვქმნით ახალგაზრდულ პლატფორმას, რომელიც მერთან და საკრებულოსთან იმუშავებს ახალ ინიციატივებზე და პროექტებზე. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, იაქტიურონ, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში. დეტალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით მალე გამოვაქვეყნებთ,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე.