logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერი: სტუდენტებს, რომლებიც აგრონომიის, სურსათის და ვეტერინარიის საბაკალავრო პროგრამებში სწავლობენ დაუწესდებათ სტიპენდია
- +

12 მაისი. 2023. 14:25

 

 

 

„კიდევ ერთი სტიპენდია, რომელსაც მერი გასცემს, დაუწესდებათ სტუდენტებს, რომლებიც აგრონომიის, სურსათის და ვეტერინარიის საბაკალავრო პროგრამებში სწავლობენ და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში ექნებათ არანაკლებ 95 ქულა“.

 

ავთანდილ თალაკვაძის თქმით გაგრძელდება ოქროსმედალოსან  და  100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი  კურსდამთავრებულების წახალისებაც.

 

„არ ვივიწყებთ არც ოქროსმედალოსან კუსრდამთავრებულებს და წელს მათ ერთჯერადად 300-300 ლარით წავახალისებთ. განვაგრძობთ ასევე, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულების წახალისებას, ისინი 3000 ლარით დაჯილდოვდებიან. 1500 ლარამდე გავზარდეთ აღმზრდელი სკოლისთვის განკუთვნილი პრემიის ოდენობაც, ის სკოლას ერთჯერადად გადაეცემა“, - ამის შესახებ მერმა მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner