logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერი: ახალი პროექტების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სამსახურების ეფექტიანი მუშაობის მხარდაჭერა
- +

12 მაისი. 2023. 14:34

 

 

 

„მინდა გაცნობოთ, რომ ახალი პროექტების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის და მისი სამსახურების ეფექტიანი მუშაობის მხარდაჭერა - ჩვენ დადებითი შეფასება მივიღეთ საქართველოს მთავრობისგან 2022 წელს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის პროგრამების წარმატებულად განხორციელებისთვის, რისთვისაც მთავრობამ დამატებით, 530 000 ლარი გამოგვიყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მაღალი დონის შენარჩუნება და მუნიციპალიტეტი გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

 

მერიის სხდომაზე მან ასევე ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ პროექტზე „Street Art ოზურგეთისთვის, რომელიც გრძელდება. მალე ახალ კონკური გამოცხადდება და ოზურგეთში კიდევ 6 ლოკაციაზე მოიხატება შენობები თემატური გრაფიკული ნახატებით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner