საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას ეხმაურება, სადაც ის ხევსურებს კანიბალებად მოიხსენიებს.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, ლევან ბერძენიშვილი ტროლი - პიტალო აზროვნების ადამიანია.
„არანაირი კონტექსტი, კრიტიკა და ბარიერი საკუთარი შეხედულებების მიმართ. მხოლოდ იმპერატიული ტონი და აბსოლუტური ჭეშმარიტების დემონსტრირების მცდელობა. ლევან ბერძენიშვილს თამამად შეგვიძლია მივანიჭოთ - პიტალო აზროვნების მაგისტრის წოდება!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.