„ქართული ოცნებისთვის“ დამამუხრუჭებელი გახდა ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობა, ვინაიდან უსამართლობის უშველებელი დოზა არის ყველა განცხადებაში, რომელიც მათგან მოვისმინეთ,“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სოციალურ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი არასდროს უღალატია.
„ქართულმა ოცნებამ“ არ აქცია ზურგი, არამედ „ქართული ოცნებისთვის“ დამამუხრუჭებელი გახდა ევროპის სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობა, ვინაიდან უსამართლობის უშველებელი დოზა არის ყველა განცხადებაში, რომელიც მათგან მოვისმინეთ. საქართველოს სოციალურ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი არასდროს უღალატია. მის კონსტიტუციაში წერია, რომ ეს არის სოციალური სახელმწიფო და ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმ სოციალური პროგრამებით, რაც საქართველოს გააჩნია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს.