logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელზეც ზემოქმედება მოახდინა საქართველომ
- +

12 მაისი. 2023. 16:50

 

 

„მე მგონია, რომ აქ არავითარი მიზეზი არ არსებობს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაიმე ნეგატიური განცხადების გაკეთებისთვის, რადგან ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველომ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ეს არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელზეც ზემოქმედება მოახდინა საქართველომ და ყველაზე მთავარი ალბათ - მაშინ უნდა ვთქვათ, თუ ვადანაშაულებთ ვინმეს, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმისთვის, რომ მაგალითად, ხელი შეეშალა რუსეთისთვის, ეს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner