logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული
- +

12 მაისი. 2023. 18:15

 

 

„ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მოვუწოდებთ მსჯავრდებულს, დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღევანდელი საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ურყევად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ადამიანის უფლებების სადარაჯოზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.

 

სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

 

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მოვუწოდებთ მსჯავრდებულს, დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner