logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ნიკა მელია პარტიიდან გამოაგდეს, რასაკვირველია. არ არსებობს რაიმე პერსპექტივა იმისა, რომ ამ ორმა გუნდმა ერთად იმუშაოს, თავის მხარდამჭერებიანად
- +

12 მაისი. 2023. 18:59

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

„ნიკა მელია პარტიიდან გამოაგდეს, რასაკვირველია. არ არსებობს რაიმე პერსპექტივა იმისა, რომ ამ ორმა გუნდმა ერთად იმუშაოს, თავის მხარდამჭერებიანად. თუ ვინმე მოინდომებს დარჩენას ხაბეიშვილის გუნდში, ესეც არ იქნება უბრალო თემა, ვინაიდან ეს უნდა გადაწყვიტოს სწორედაც მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა. კეზერაშვილი არ აფინანსებს ნიკა მელიას და დამთავრდა ამით მათი თანამშრომლობის რაიმე პერსპექტივა. ის თამაში, რომ თითქოს ვისაც უნდა შემოვიდეს ოფისში, იმუშაოს და აკეთოს საქმე „ნაცმოძრაობისათვის“, არის დამთავრებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner