logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ევროკავშირისგან ცილისწამება, თითქოს არ ვართ სოლიდარული უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ, გვიკვირდა, რადგან ვინც ამას გვაბრალებდა, დღემდე აგრძელებს გაცხოველებულ ვაჭრობას და აღებ-მიცემობას რუსეთის ფედერაციასთან
- +

12 მაისი. 2023. 19:20

 

 

„ევროკავშირისგან ცილისწამება, თითქოს არ ვართ სოლიდარული უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ, გვიკვირდა, რადგან ვინც ამას გვსაყვედურობდა და გვაბრალებდა, აგრძელებდა და დღემდე აგრძელებს გაცხოველებულ ვაჭრობას და აღებ-მიცემობას რუსეთის ფედერაციასთან", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„როდესაც ევროკავშირი და უფრო ფართოდ დასავლეთი საქართველოს სრულიად უარგუმენტოდ, უსაფუძვლოდ გვადანაშაულებდა იმაში, თითქოს სანქციების გვერდის ავლას ვცდილობთ და თითქოს არ ვართ სოლიდარული იმ პროცესების მიმართ, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაში უკრაინაში მიმდინარეობს, ეს გვიკვირდა. ერთის მხრივ, გვიკვირდა იმიტომ, რომ აბსოლუტური ცილისწამებაა და მეორე მხრივ იმიტომ, რომ თვითონ ვინც ამას გვსაყვედურობდა და გვაბრალებდა, აგრძელებდა და დღემდე აგრძელებს გაცხოველებულ ვაჭრობას და აღებ-მიცემობას რუსეთის ფედერაციასთან. ყველა ალბათ თავისი ეროვნული ინტერესით უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩვენი მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ თქვენი ანუ ხალხისა და ერის ინტერესებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner