logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვაპირებთ სანქციებს გადავუხვიოთ
- +

12 მაისი. 2023. 19:25

 

 

„ეს არის რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება რატომ მიიღეს ახლა და არა ვთქვათ, ადრე ან ცოტა გვიან, რასაკვირველია, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვაპირებთ სანქციებს გადავუხვიოთ. აისახება თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, ეს ევროკავშირზეა დამოკიდებული. მე რომ ვიყო ევროკავშირის გეოპოლიტიკოსი, ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირისა და საქართველოსთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის სასწრაფოდ სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner