logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ადამიანები წამებით მოკლეს, სხეული გაზეთით გამოტენეს და ისე დაუბრუნეს ოჯახებს და ეს ადამიანები მოწინავე გაზეთებსა და მოწინავე პოლიტიკოსებს ქირაობენ იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენონ
- +

12 მაისი. 2023. 19:50

 

 

„აღვირახსნილი, თავაშვებული და გააფთრებული შეტევაა საქართველოზე. არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ მის ავტორიტეტზე, წარსულსა და აწმყოზე - ისე წარმოგაჩინეს, როგორც გახარიამ თქვა „საქართველო თაღლითების ქვეყანა არისო“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„სწორედ ეს არის მათი მიზანი, მათ შორის გახარიას გარემოცვისა და მისი პოლიტიკური პარტიის, ასევე სხვების, რომ საქართველო წარმოაჩინონ ველურ ქვეყნად, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის არავითარი სტანდარტი არ არის უზრუნველყოფილი. ადამიანები წამებით მოკლეს, სხეული გაზეთით გამოტენეს და ისე დაუბრუნეს ოჯახებს. არაერთი ფაქტი იყო სააკაშვილის პერიოდში. ამ შემთხვევაში სერგო თეთრაძეს ვგულისხმობ და ეს ადამიანები მოწინავე გაზეთებსა და მოწინავე პოლიტიკოსებს ქირაობენ იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ასეთი დიდი შეურაცხყოფა დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ მიაყენონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner