logo_geo
eng_logo
ილონ მასკმა Twitter-ის ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა
- +

12 მაისი. 2023. 21:26

 

 

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა. ამ თანამდებობას ლინდა იაკარინო დაიკავებს.

 

მასკის განცხადებით, იაკარინო კომპანიის ბიზნესსაქმიანობით დაკავდება, რაც თავად მასკს ახალ ტექნოლოგიებზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს.

 

Twitter-ის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ლინდა იაკარინომ NBCUniversal-ის გლობარული რეკლამისა და პარტნიორობის განყოფილების თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, სადაც 11 წელი იმუშავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner