Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა. ამ თანამდებობას ლინდა იაკარინო დაიკავებს.
მასკის განცხადებით, იაკარინო კომპანიის ბიზნესსაქმიანობით დაკავდება, რაც თავად მასკს ახალ ტექნოლოგიებზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს.
Twitter-ის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ლინდა იაკარინომ NBCUniversal-ის გლობარული რეკლამისა და პარტნიორობის განყოფილების თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, სადაც 11 წელი იმუშავა.