logo_geo
eng_logo
ჟურნალისტთა ასოციაციამ ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰალანდი დაასახელა
- +

12 მაისი. 2023. 22:24

 

 

ინგლისის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი დაასახელეს.

 

სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ჰალანდმა ხმების 82%-ი მიიღო. ეს მაჩვენებელი პრემიერლიგის ისტორიაში სარეკორდოა. კენჭისყრაში მეორე ადგილი „არსენალის“ შემტევმა, ბუკაიო საკამ დაიკავა, ხოლო მესამეზე ჰალანდის თანამემამულე მარტინ ოდეგორი („არსენალი“) გავიდა.

 

ერლინგ ჰალანდი „მანჩესტერ სიტიში“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „დორტმუნდიდან“ გადავიდა. პრემიერლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში ნორვეგიელმა 35 გოლი გაიტანა, რითიც ტურნირზე ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა.

 

ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელს ჟურნალისტთა ასოციაცია (FWA) 1948 წლიდან ავლენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner