ნორვეგიის ქალაქ ვესტლანში 8 წლის გოგომ ნეოლითის ხანის იშვიათი ხანჯალი იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ელიზამ სკოლის სიახლოვეს უცნაური ფორმის ქვა იპოვა და მასწავლებელს აჩვენა. 8 წლის გოგოს მიერ ნაპოვნი ქვა დაახლოებით 3700 წლის ხანჯალი აღმოჩნდა.
კაჟის ხანჯლის სიგრძე 12 სანტიმეტრია. სავარაუდოდ, ის თანამედროვე დანიის ტერიტორიიდან ჩამოიტანეს, ვინაიდან ნორვეგიის ამ რეგიონში კაჟის საბადოები არაა. არქეოლოგებმა შეისწავლეს ტერიტორია, სადაც გოგონამ ხანჯალი იპოვა, თუმცა სხვა არტეფაქტები ვერ აღმოაჩინეს.