„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ სპალეტის კონტრატქში არსებული სპეციალური პუნქტი გამოიყენა, რომელიც კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა.
ამასთანავე, სპალეტიმ და კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრა გამართეს, რომელზეც მომავალ გეგმებზე და მომდევნო სეზონისთვის მზადებაზე იმსჯელეს.