logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ნიკა მელიას განცხადებებზე: მერაბიშვილისა და ადეიშვილისგან უკეთესის მოლოდინი არავის შეიძლება ჰქონოდა
- +

13 მაისი. 2023. 11:58

 

ამ ოდიოზური ფიგურებიდან, როგორებიც ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან, რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი არავის შეიძლება ჰქონოდა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს გამოეხმაურა.

ვინც გასაგდებია, აგდებენ ხოლმე. ამ ოდიოზური ფიგურებიდან, როგორებიც ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან, რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინი არავის შეიძლება ჰქონოდა. უკეთესის მოლოდინი ადეიშვილისგან ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი ძალიან მწარედ გაუცრუვდა“, - აცხადებს წულუკიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner