logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაფიქრდნენ, გააკეთეს თუ არა მათ საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინის კონტრიერიში წარმატებული იყოს
- +

13 მაისი. 2023. 12:38

 

უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაფიქრდნენ, გააკეთეს თუ არა მათ საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინის კონტრიერიში წარმატებული იყოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

როდესაც ომში იბრძვით, თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი გჭირდებათ - დაწყებული სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებით, დამთავრებული F16-ის ტიპის თვითმფრინავებით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და შორი მოქმედების რაკეტებით. ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რაც პარტნიორებმა უკრაინის დასახმარებლად გააკეთეს, თუმცა საკმარისი იყო ეს თუ არა, ნათელი მაშინ გახდება, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ“, - აცხადებს კულება.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილ კონტრიერიშზე.

​„იმის კითხვის ნაცვლად, თუ როდის დაიწყება კონტრიერიში, დასვით კითხვა - გავაკეთე თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინის კონტრიერიში დაიწყოს და წარმატებული იყოს. ჩვენ გვსურს, რომ ყველა ამ კითხვაზე იყოს კონცენტრირებული“, - აღნიშნა კულებამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner