logo_geo
eng_logo
საქართველოს ღირსეული, საქმის პროფესიონალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს, რომლის ხელში თავდაცვის უწყება ყოველდღიურად ვითარდება - დავით ჩიხელიძე
- +

13 მაისი. 2023. 13:34

 

საქართველოს ღირსეული, საქმის პროფესიონალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს, რომლის ხელში თავდაცვის უწყება ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

„საქართველოს ღირსეული, საქმის პროფესიონალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს, რომლის ხელში თავდაცვის უწყება ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება, ბოლო დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს მიერ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ (Defender 23) არ მონაწილეობას, იმედის ეთერში თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულ საკითხს ამომწურავი პასუხი გასცა, საზოგადოებას შეახსენა, რომ წელს ვმონაწილეობთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში.

 

ეს კონკრეტული შემთხვევა „დამცველი 2023“, უკავშირდებოდა მხოლოდ ლოგისტიკური ხარჯების მიმართულებით რამდენიმე მილიონის ხარჯს და პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ჩვენ მიერ არაგონივრული ნაბიჯი იქნებოდა, რომ ეს ხარჯი გაგვეწია“.

კალენდარული წლის განმავლობაში 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა შთამბეჭდავი ციფრია, რომელიც სპეკულაციის საშუალებას არ ტოვებს. მინისტრის საუბრის ერთ ერთი მთავარი საკითხი თავდაცვის ახალი კოდექსი იყო, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ახალი თავდაცვის კოდექსი ორიენტირებულია ჯარისკაცზე, ის ყველა პირობას ქმნის რათა საქართველოს ჯარისკაცმა სამხედრო სავალდებულო სამსახური კომფორტულ გარემოში გაიაროს, ახალ თავდაცვის კოდექსი უამრავ სიახლეს გვთავაზობს, მათ შორის სტუდენტებისთვის და სასულიერო პირებისთვის, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს,

სპეციალურ, მათზე მორგებულ პირობებში გაივლის. ასევე იცვლება ჯარისკაცთა დაფინანსება, რაც ბუნებრივია, მნიშვნელოვანი კომპონენტია.ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ე.წ. ჯარის ქალაქი რომლის მშენებლობაც დასკვნით ეტაპზეა, აღნიშნული პროექტი პროფესია ჯარისკაცის და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურის დაფასების შესანიშნავი ნიმუშია. პროგრესი, რომელსაც ქართული ჯარი განიცდის, ცალსახად ჯუანშერ ბურჭულაძის, სწორი პოლიტიკის შედეგია. ჯუანშერ ბურჭულაძემ მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ნაცების დროინდელი მინისტრების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი საეჭვო ვითარებაში გამდიდრდა, რაც რიგ შემთხვევაში სახელმწიფოზე უარყოფითად აისახა, რადგან სახელმწიფოს, ჩვენი ფულის არამიზნობრივი ხარჯვით კონკრეტული მინისტრების საბანკო ანგარიშები შეივსო. თავდაცვის მინისტრმა

ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს კონსერვატიული, ტრადიციებზე დაფუძნებული კურსი. ტრადიციებზე რომელიც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის! სწორედ ასეთი სულისკვეთებით უნდა იზრდებოდეს და ყალიბდებოდეს ჯარისკაცი, რადგან ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე მუდამ ქართველ ჯარისკაცზე იდგა, ძლიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი, ყოველთვის, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდილი ჯარისკაცი იყო!“ - წერს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner