logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, წესით, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, ყოფილ სახალხო დამცველს და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას
- +

13 მაისი. 2023. 15:02

 

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყოველგვარ სპეკულაციებს მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი.

გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და არა მარტო შიდა მხარდამჭერები, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასახული, სახალხო დამცველი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე იყო სიკვდილის პირას, ეს იყო მათი გზავნილი, ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, სხვა ქვეყანაში გადაყვანას, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალების აგრესია სტრასბურგის სასამართლოს მიმართ გასაგებია, თავის დროზე მათ წაგებული აქვთ უამრავი საქმე, ეს პროცესები კიდევ გრძელდება.

„მათ წააგეს უამრავი საქმე მათი ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, ეს საქმეები ეხებოდა ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ. მათ ვერ მოიგეს ვერცერთი მათთვის სასარგებლო საქმე. აქედან გამომდინარე, მათი აგრესია სტრასბურგის სასამართლოს მიმართ ბუნებრივია, თუმცა ვხედავთ, რომ სტრასბურგის სასამართლო მოქმედებს სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ვერცერთ საქმეში ვერ იქნებოდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები წარმატებული ამ სასამართლო ინსტანციაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, წესით, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და ა.შ.

მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner