ორი დაჯგუფება ახლა ცდილობს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს თავის მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ნანგრევი გადმოინაწილოსსაკუთარ მხარეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.
„რამდენიმე წლის წინ, შეიძლება ერთი და იგივე ადამიანისთვის რომ გეკითხათ, დღეს რომელიც კეზერაშვილს აგინებს ან აქებს, შეიძლება სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონოდა იმავე კეზერაშვილთან ან ადეიშვილთან დაკავშირებით, თუმცა ეს რატომ უნდა დავუშვათ ვარაუდების დონეზე, მაშინ როდესაც დღეს კონკრეტული ფაქტები გვაქვს იგივე ხაბეიშვილისგან და იგივე მელიასგან, ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.