logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო
- +

2 სექტემბერი. 2016. 19:44


 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების გამო და საქართველოს სახელით უსამძიმრებს პრეზიდენტის ოჯახს.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უზბეკეთის პრეზიდენტის, ბატონ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების გამო.

 

ბატონი ისლამ ქარიმოვი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მისი ლიდერობით უზბეკეთმა მნიშვნელოვან განვითარებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და კეთილდღეობას მიაღწია. მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და უზბეკი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ისლამ ქარიმოვის სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ისტორიაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner