logo_geo
eng_logo
რაფაელ ლეაო „ინტერთან“ განმეორებით მატჩს ითამაშებს
- +

13 მაისი. 2023. 20:15

 

 

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ ფორვარდი რაფაელ ლეაო მოასწრებს ფორმის აღდგენას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩისთვის „ინტერის“ წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა „მილანმა“ სტუმრად 0:2 წააგო. პორტუგალიელმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

 

„ლეაო არ ითამაშებს „სპეციასთან“, მაგრამ აქვს კარგი შანსები, რომ დაბრუნდეს განმეორებითი მატჩისთვის. იგივე შეეხებათ კრუნიჩსა და მესიასს“, – განაცხადა პიოლიმ.

 

„მილანსა“ და „ინტერს“ შორის განმეორებითი მატჩი 16 მაისს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner