logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მიუთითებს, რომ აქ სასანქციო რეჟიმი ირღვევა
- +

13 მაისი. 2023. 21:12

 

 

ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მაღალი შეფასება, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და არცერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მიუთითებს, რომ აქ სასანქციო რეჟიმი ირღვევა - ეს არის შემდგარი ფაქტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„წამოწყებული კამპანია და ისტერია არის მცდელობა, დააზიანონ სახელმწიფო, რათა წინ აღუდგნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ამას აკეთებენ ქვეყნის შიგნით დესტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2,3 პროცენტით გაიზარდა, რაც ორჯერ აღემატება საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს წილი 0,3%-ია. აშშ-ის შეადგენს 2%-ს, თურქეთის 8%-ს, ჩინეთის 22%-ს, ევროკავშირის წილი კი რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 32%-ია. რუსეთთან ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა საქართველოს 110-ჯერ აღემატება, ამერიკის კი 60-ჯერ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner