logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ გვექნება თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში
- +

13 მაისი. 2023. 21:54

 

 

“ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ გვექნება თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ეხებოდა მმართველი ძალის მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებას და შეუშლის თუ არა ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს.

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუშაობას არ გავაგრძელებთ ამ პარტიასთან ან ნებისმიერ სხვა პარტიასთან. მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, მიღებული იქნება ევროპული საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner