logo_geo
eng_logo
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: 2023 წლის 1-ელი კვარტლის მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავია და მიანიშნებს, რომ ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო დატვირთული იქნება
- +

13 მაისი. 2023. 23:35

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ 2023 წლის 3 თვის სტატისტიკური მონაცემები „ქრონიკაში“ შეაჯამა.

 

„შეგვიძლია 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე ვისაუბროთ, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. მილიონ ორასი ათასი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა პირველ კვარტალში და ეს ნიშნავს, რომ 2019 წელთან მიმართებაში აღდგენა არის 75%.

 

რაც შეეხება შემოსავლებს, აქ ნამდვილად გვაქვს გადაჭარბება. 800 მილიონ დოლარამდე შემოვიდა ტურიზმის დარგში ტურიზმიდან პირველ კვარტალში და 40%-ით გადაასწრო 2019 წლის მონაცემს.

 

სამოგზაუროდ ადამიანები ყველაზე საუკეთესო დროდ, ზაფხულს ირჩევენ. ამიტომ, პირველ კვარტალში თუ ასეთი მონაცემია, ეს მიანიშნებს, რომ ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო დატვირთული იქნება“, - აღნიშნა ომიაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner