logo_geo
eng_logo
ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა - „კარლსრუე“ გასვლაზე დამარცხდა
- +

13 მაისი. 2023. 23:54

 

 

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში სტუმრად „ჰოლშტეინ კილს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

 

„ჰოლშტეინ კილი“ მე-17 წუთზე დაწინაურდა, 69-ე წუთზე კი უპირატესობა ორამდე გაზარდა. „კარლსრუემ“ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა – საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე იენსენმა დააფიქსირა.

 

32 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 42 ქულით მეცხრე ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიგიდან დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner