logo_geo
eng_logo
KfW-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
- +

14 მაისი. 2023. 10:41

 

 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნესტ პიტერ ფიშერი ესწრებოდა.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. ხაზგასმით აღსანიშნავია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი, როგორც პირველი პრეცედენტი, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ადმინისტრაციული შენობა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.

 

„მისასალმებელი და პატივსაცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა. მოხარული ვართ, რომ საქართველოში გვყავს ასეთი კარგი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ვიცავთ ბუნებას, ვიცავთ მნიშვნელოვან სახეობებს. ჩვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გვაკავშირებს ძალიან წარმატებული პარტნიორობა, ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნებამ გააგრძელოს არსებობა. გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობასაც აქვს ძალიან გრძელვადიანი გეგმები და მიზნები ამ მიმართულებით“, - აღნიშნა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ქრისტიან ლეიბახმა.

 

აღსანიშნავია, რომ, 2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის (KFW) ხელი მოეწერა პროექტს „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის ფარგლებში, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16,250 მილიონ ევროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მიიღებს დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების ხელშეწყობისთვის.

 

სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, განიხილეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) საქართველოში მიმდინარე პროექტები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner