ბათუმის სპორტის სასახლეში ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში პირადი და გუნდური მსოფლიო თასი მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.
აჭარაში 3 დღის განმავლობაში გულშემატკივართა წინაშე 40 ქვეყნის 200-მდე მსოფლიოს საუკეთესო ქალი ხმლით მოფარიკავე წარდგება. მსოფლიო თასი ფარიკაობაში 13 მაისს დასრულდება.