logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: დავაკვირდეთ 15 მაისის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე ბატალიებს - ქურქუმალის ლოგიკით, პირველივე პირდაპირი ფრენით მიღწეული „ყველა ეკონომიკურ-ფინანსური პირობების“ ხორცშესხმით, პუტინი დაიწყებს ზელენსკის განადგურებას
- +

14 მაისი. 2023. 14:47

 

 

„პუტინი შემაყვანინეთ ოლიგოფრენების კატეგორიაში, რომელსაც უკრაინაზე გამარჯვების მისაღწევად „შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს" სამოძრაოდ სჭირდებოდა პირდაპირი ავიარეისების გახსნა და ამ მიზნით „მოსკოვი-ერევანი-თბილისი“-ს აქამდე აპრობირებული სქემით ვერ სარგებლობდა“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის საწარმოებლად და საქართველოს ოკუპაციისთვის პუტინს ყველა პირობას უქმნის.

 

ქართველიშვილის თქმით, როდესაც მოზაიციზმით დაავადებული „პროფესორები“ ჩვენს საამაყო მეფეებს, მებრძოლებსა და გმირებს - „დეგენერატებს“ და „იდიოტებს“ უწოდებენ, საინტერესოა მათი  შთამომავლები, ლევან ხაბეიშვილს რა ეპითეტებს შემოუნახავენ.

 

„მე არ ვიცი, გვაქვს თუ არა ცალკე მოქმედი „ანტროპოლოგიის“ მუზეუმი, მაგრამ ქურქუმალის თავის ქალაზე მაძიებლობას უკვე დღეიდან დავიწყებდი. ბოლო-ბოლო ზეზვასა და მზიას გვერდით მივუჩენდი ამ საპატიო საექსპონატო ადგილს. რა თქმა უნდა, ასი წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი უღიმღამოდ გატარებული სიცოცხლის დასრულების შემდეგ. მრავალჟამიერ, ქურქუმალ!

 

როდესაც მოზაიციზმით დაავადებული „პროფესორები“ ჩვენს საამაყო მეფეებს, მებრძოლეებსა და გმირებს - „დეგენერატებს" და „იდიოტებს“ უწოდებენ, საინტერესოა მათი „სახელოვანი“ დებილი „მეცნიერი“ შთამომავლები, ქურქუმალს რა ეპითეტებს შემოუნახავენ. თუმცა, ერთი რამ მახარებს - მე ამ „საექსპერტო“ დასკვნების დროს უკვე სხვა განზომილებაში ვიქნები.

 

მანამდე კი, ნება მიბოძეთ და პუტინი შემაყვანინეთ ოლიგოფრენების კატეგორიაში, რომელსაც უკრაინაზე გამარჯვების მისაღწევად „შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს“ სამოძრაოდ სჭირდებოდა პირდაპირი ავიარეისების გახსნა და ამ მიზნით „მოსკოვი-ერევანი-თბილისი“-ს აქამდე აპრობირებული სქემით ვერ სარგებლობდა. ალბათ ფაშინიანის მიმართ შიშისა და უნდობლობის გამო.

 

დავაკვირდეთ 15 მაისის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ბატალიებს - ქურქუმალის ლოგიკით, პირველივე პირდაპირი ფრენით მიღწეული „ყველა ეკონომიკურ-ფინანსური პირობების“ ხორცშესხმით, პუტინი დაიწყებს ზელენსკის განადგურებას. მართალია, თვით ზელენსკი ქურქუმალს ამაში არ ეთანხმება, მაგრამ მას რა ესმის. მის თავის ქალას - ქურქუმალისაგან განსხვავებით, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის პერსპექტივა ნამდვილად არ ემუქრება“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner