logo_geo
eng_logo
თეიმურაზ შარაშენიძე: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ მაღალ დონეს მიაღწია
- +

2 სექტემბერი. 2016. 20:17



საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კირიკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს ეხმაურება - მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია და პრემიერის შეხვედრები აზერბაიჯანში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიდ იმპულსს მისცემს.



„პოზიტიური დინამიკით ხასიათდება თანამშრომლობა ყველა მიმართულებით - პოლიტიკა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული სფერო. შესაძლებელია ვთქვათ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, სტრატეგიულ მოკავშირეობაში გადაიზარდა. პრემიერს შეხვედრები ექნება აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, თავის კოლეგა პრემიერ-მინისტრთან. ხანმოკლე, მაგრამ საკმაოდ დატვირთული ვიზიტი იქნება. ვფიქრობ, ეს შეხვედრები კიდევ ერთ დიდ იმპულსს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას", - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner