logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: კანდიდატის სტატუსის არმიღება არის მათი მთავარი გეგმის საფუძველი და მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები, ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ
- +

14 მაისი. 2023. 17:06

 

 

„ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ შევასრულოთ რეკომენდაციები, არამედ საბაბიც კი არ დავუტოვოთ ვინმეს, ილაპარაკოს, რომ რაღაც არ შესრულდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან პრაქტიკულად ყველა შესრულებულია, თუმცა, არსებობს საკითხები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცალკე ვერ გადაწყვეტს და საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა.

 

მისი განმარტებით, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ხელი არ შეუშალონ რეკომენდაციების შესრულებას, რადგან მდინარაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის არმიღება არის ოპოზიციის მთავარი მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები.

 

„რამდენიმე საკითხი რაც დარჩენილია, დანარჩენი პრაქტიკულად ყველა შესრულებულია. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, დამოკიდებულია ოპოზიციაზე, იქ დეპოლარიზაციის საკითხია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხია, ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე და არის ისეთი საკითხები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცალკე ვერ გადაწყვეტს. რამდენად ამის მოლოდინი გვაქვს თუ არ გვაქვს, მეორე საკითხია, მაგრამ უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ რეკომენდაციების შესრულებას მათ არ შეუშალონ ხელი და უნდა ვამხილოთ, თუ ამას გაბედავენ და გააკეთებენ საბოლოო ჯამში იმიტომ, რომ მათი გეგმები ვიცით. კანდიდატის სტატუსის არმიღება არის მათი მთავარი გეგმის საფუძველი და მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ და ქართულმა საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რეკომენდაციების შესასრულებლად და ვინ შეუშალა ხელი ამ ყველაფერს, თუკი რომელიმე ერთი პუნქტი მაინც შეუსრულებელი დარჩება, ამის მიზეზები უნდა იცოდნენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ საბაბიც კი არ დავუტოვოთ და ყველა პუნქტი შესრულდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner