საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის გუნდი დაამარცხეს.
ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა, ლაშა ბექაურმა, სოფო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე ანგარიშით 4-2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა ასეთ შედეგს ისტორიაში პირველად მიაღწია.
ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის ლიცენზიაც მოიპოვა.