logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ IRI-მ ან სხვა დამფინანსებელმა ღიად უთხრას საზოგადოებას, აფინანსებენ თუ არა პარტიას და ეს ფული შემთხვევით ხელფასების სახით ხომ არ მიდის პარტიულ ლიდერებთან
- +

14 მაისი. 2023. 20:45

 

 

 

„იმედის კვირა“ შალვა პაპუაშვილს ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათ დაფინანსებაზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.

 

„ამაზე თავად IRI-მ უნდა ისაუბროს. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩახედონ, რამდენად სწორად მიემართება ის თანხები, რომლებითაც ისინი არიან წარმოდგენილი ამ სფეროში. აქ მნიშვნელოვანია ყველანაირი გამჭვირვალობა და სიცხადის შეტანა და მნიშვნელოვანია, რომ IRI-მ ან სხვა დამფინანსებელმა ღიად საზოგადოებას უთხრას: აფინანსებენ თუ არა პარტიას და ეს ფული შემთხვევით ხელფასების სახით ხომ არ მიდის პარტიულ ლიდერებთან.

 

მეორე: ეს სემინარები, სადაც მიდის საუბარი რადიკალურ სცენარებზე, რევოლუციაზე და სადაც ახალგაზრდების გაშინაურება ხდება იარაღთან, არის თუ არა მათი თანხებით დაფინანსებული, ემიჯნებიან თუ არა ამ სემინარებს და აპირებენ თუ არა, შეწყვიტონ ურთიერთობა „გირჩთან“, - განმარტავს პაპუაშვილი.

 

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს რომ საჭიროა საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს.

 

უცხოური ფული პირდაპირ პოლიტიკოსების ჯიბეებში მიედინება ხელფასების სახით. რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამ არის უცნობი, ვინაიდან, სამწუხაროდ, ეს დაფინანსებები არის გაუმჭვირვალე, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა და კანონი არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები გამოაშკარავდა, არავინ ფიქრობს, რომ გაასაჯაროოს საკუთარი ფინანსები. ამიტომ, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, რამდენად ხდება თუ არ ხდება პარტიების დაფინანსების შესახებ ნორმების გვერდის ავლა და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია.

 

ერთ რამეს მოვუწოდებდი, როგორც თავად ამ ორგანიზაციას, ისევე მათ დონორ ორგანიზაციას, გაასაჯაროონ ყველა თეთრი იმ დაფინანსებისა, რომელსაც ეს ორგანიზაცია იღებს, იმისთვის რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ უცხოური ფული არ იხარჯება ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner