logo_geo
eng_logo
ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
- +

2 სექტემბერი. 2016. 21:02



სახელმწიფო კანცელარიაში ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.


კომისიის სხდომაზე განხილული იყო აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის საკითხები. ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების პროექტის მენეჯერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველმა არჩილ ბუკიამ წარადგინა გაწეული სამუშაოს შედეგები და სამოქმედო გეგმა.


კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები.


ინფორმაცია პროექტის შესახებ


ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი ბიზნესის ხელშეწყობაა. პროექტი წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში -  როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე,  ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ სერვისები, რომელიც ამ ეტაპზე  საჯარო სტრუქტურების მიერ მიეწოდებათ.


პროექტის საფუძველზე უნდა შეიქმნას ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ბიზნესმა „ერთი ფანჯრის პრინციპით" მიიღოს ყველა სახელმწიფო სერვისი და ასევე მოხდეს ამ სერვისების გაციფროვნება, რათა ისინი ხელმისაწვდომი იყოს ონლაინ-რეჟიმში.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner